გარდამავალი ასაკი

გარდამავალი ასაკი
ცხოვრების პერიოდია ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის. ამ ასაკში ხდება სქესობრივი მომწიფება, რომელიც განაპირობებს როგორც მოზარდის ფიზიკურ, გარეგნულ ცვლილებებს, ასევე მისი ემოციების და ქცევების შეცვლას. ამ პერიოდში იზრდება კიდურები, ინტენსიურად მატულობს სიმაღლე, იცვლება სხეულის ფორმები; მოძრაობა კარგავს ელასტიურობას, სიზუსტეს და უხეში, აჩქარებული, ნერვიული ხდება. ამ პერიოდში მოზარდთა უმეტესობისათვის დამახასიათებელია ერთი ემოციური უკიდურესობიდან მეორეში სწრაფი გადასვლა. ისინი ერთ მომენტში დიდი ხალისითა და გატაცებით მოქმედებენ, მეორე წუთში კი - იგივე მოქმედებისადმი ყოველგვარ ინტერესს კარგავენ. მოზარდის ხასიათის სწრაფი ცვლა არა მარტო ბიოლოგიური ცვლილებებით, არამედ სოციალური გარემოს ზეგავლენითაც არის გამოწვეული.
Source: ბებერაშვილი ზურაბ. ადამიანი და მისი უფლებები: [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკ. მე-8 კლასისათვის] /ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ.; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - თბ.: 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "გარდამავალი ასაკი" в других словарях:

  • პლურალისტური დემოკრატია — ამ თეორიის წარმომადგენლების (გ. ლასკი, მ. დიუვერჟე, რ. დარენდორფი, რ. ალენი, რ. დალი და სხვები) აზრით, საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა ურთიერთმოქმედი ფენები (ე. წ. „სტრატები“, სიტყვიდან „strata”), რომლებიც ამა თუ იმ ინტერესთა ერთობლიობის… …   Georgian encyclopedia

  • კლიმაქტერული პერიოდი — სქესობრივი სიმწიფისა და სქესობრივი ჭკნობის პერიოდებს შორის აღინიშნება გარდამავალი პერიოდი, რომელსაც (climacterium seu climax) ეწოდება და, ჩვეულებრივ, გრძელდება რამდენიმე თვეს, ან რამდენიმე წელს. Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და …   Georgian encyclopedia

  • ტრანზიტორული იშემიური შეტევები — ვლინდება სახის ნახევრის დაბუჟებით ან ჰემიპარესთეზიით; პარესთეზია შესაძლოა ატარებდეს უფრო შემოფარგლულ, ლოკალურ ხასიათსაც (ტუჩის ნახევარი, ერთი ხელი, იშვიათად ფეხი). ამასთან ერთად, შეიძლება აღინიშნებოდეს გარდამავალი მონო და ჰემიპარეზები, ან… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»